კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დიდ ბრიტანეთში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საგასტროლო ტურნე გაიმართა.
საბალეტო დასმა „ლონდონის კოლიზეუმში“ (London Coliseum) პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტი „გედების ტბა“ 12-ჯერ წარმოადგინა.
საგასტროლო პროგრამის ფარგლებში, „ლონდონის კოლიზეუმში“ გაიხსნა ფოტოგამოფენა – „ბალეტ „გედების ტბის“ დადგმის ისტორია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში“. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თბილისის ოპერის თეატრში პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტის სხვადასხვა პერიოდის დადგმების ამსახველი ისტორიული ფოტომასალა, ასევე ნინო ანანიაშვილის საეტაპო სპექტაკლების ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა თეატრიდან.
„ლონდონის კოლიზეუმში“ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი პირველად 2024 წელს წარდგა.
კულტურის სამინისტროსთვის ქართული კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო პოპულარიზაციის ხელშეწყობა პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნული მიზნით სამინისტრო არაერთ პროექტს და მხარდამჭერ ღონისძიებას ახორციელებს.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
