უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა, სადაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს შეხვდა. ქალაქ ლუბლინში გამართული შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
მოლაპარაკებების შემდეგ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას საუბარი შეეხო შეერთებულ შტატებში მისი ვიზიტის შედეგებს, ასევე პოლონეთის, უკრაინისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაცნობა ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ. ჩვენ ასევე განვიხილეთ უკრაინაში პოლონური ინვესტიციების საკითხები, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა და უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის, აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – წერს ტუსკი.
Prezydent @ZelenskyyUa poinformował mnie o przebiegu rozmów w Waszyngtonie. Omówiliśmy także kwestie polskich inwestycji w Ukrainie, współpracy antybalistycznej i wsparcia Ukrainy w jej walce z rosyjskim agresorem.
— Donald Tusk (@donaldtusk) July 29, 2026
