იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის მხარს უჭერს მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას.
ტაიანის განცხადებით, ის სრულ ნდობას უცხადებს იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრს მატეო პიანტედოზის.
„მხარს ვუჭერ ესპანეთისთვის შენგენის ზონის დახურვას და სრულ ნდობას ვუცხადებ მინისტრ პიანტედოზის ქმედებებს. არალეგალური და უკონტროლო მიგრაცია ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სეუტადან გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რამდენად მცდარია მადრიდის მთავრობის გადაწყვეტილება, 500 000-ზე მეტ არალეგალ მიგრანტს ესპანეთის, შესაბამისად კი ევროკავშირის მოქალაქეობა მიანიჭოს. ეს ნაბიჯი ხელს უწყობს ადამიანებით ვაჭრობას“, – წერს ტაიანი.
ცნობისთვის, გუშინ მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთაფრიკულ ანკლავ სეუტაში რამდენიმე საათში ათასობით მიგრანტი შევიდა. მოგვიანებით მადრიდმა ანკლავში სამხედროები გაგზავნა. ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვის ინიციატივა პირველად იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ გააჟღერა.
