Daily Mail-ის ცნობით, კრიშტიანო რონალდო და ჯორჯინა როდრიგესი მომავალ შაბათ-კვირას მადეირაზე დაქორწინდებიან.
ჯორჯინამ პორტუგალიელ სუპერვარსკვლავთან ნიშნობის შესახებ გასულ ზაფხულს განაცხადა და ბეჭდის ფოტოც გამოაქვეყნა.
არსებული ინფორმაციით, 41 წლის კრიშტიანო და 32 წლის ჯორჯინა ფუნშალის საკათედრო ტაძარში დაქორწინდებიან, შემდეგ კი ხუთვარსკვლავიან Savoy Palace Hotel-ში გამართულ წვეულებას დაესწრებიან.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი ამ შაბათ-კვირას სინტრაში, Quinta da Regaleira-ს მამულში დაქორწინებას გეგმავდა. თუმცა, ეს ჭორები ეჭვქვეშ დადგა, რადგან მამული ამ შაბათ-კვირას ყველასთვის ღია იყო.
The Sun იუწყება, რომ რონალდო დაქორწინდება ტაძარში, სადაც ქორწილები ტრადიციულად ადგილობრივი დროით 15:00 საათზე იწყება, შემდეგ კი ზეიმი Savoy Palace Hotel-ში გადაინაცვლებს, რომელსაც ოთხი რესტორანი აქვს.
წყარომ განაცხადა: „სასტუმროს სტუმრებს აცნობეს, რომ პარასკევს და შაბათს ორი სართული, ასევე რამდენიმე ბარი, დაიკეტებოდა“.
ფუნშალი მადეირას დედაქალაქი და რონალდოს მშობლიური ქალაქია. იქ ფეხბურთელის ბრინჯაოს ქანდაკება დგას და მისი სახელობის სასტუმროც მდებარეობს.
