ნავთობის ფასები ბარელზე 4 დოლარზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავი შეიკავა ირანზე ახალი თავდასხმისგან და განაცხადა, რომ სწრაფი შეთანხმების მიღწევისკენ ისწრაფვის.
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 4,49 დოლარით (5,11%-ით) შემცირდა – 83,44 დოლარამდე, ამერიკული WTI მარკის ნავთობის ფასმა კი 79,77 დოლარი შეადგინა ბარელზე, რაც წინა მაჩვენებელზე 4,90 დოლარით (5,79%-ით) ნაკლებია.
ორივე კონტრაქტის ღირებულება გასულ თვეში 20%-ზე მეტით გაიზარდა აშშ-სა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებისა და ომანის მახლობლად რამდენიმე ტანკერზე თავდასხმის შემდეგ, რამაც უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეშფოთება გააძლიერა და გადამზიდავები სპარსეთის ყურეში ნავთობის ჩასატვირთად შესვლისგან შეაკავა.
კომენტარები
