ცენტრალურ იტალიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, სულ მცირე, 6 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც მანქანა საპირისპირო ზოლში გადავიდა და რიეტის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად სამი მსუბუქი ავტომობილიც დაზიანდა, მათგან ერთ-ერთი გადაბრუნდა.
დაშავებულთაგან ოთხი, რომლებიც კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ვერტმფრენებით რომის კლინიკებსა და ტერნის საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.
კომენტარები
