ვეტერანი მალხაზ თოფურია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, გია ბარამიძის განცხადებას ეხმიანება, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველ მებრძოლებს “ტყვეები არ აჰყავდათ, ტყვეებს ხვრეტდნენ”.
ომის მონაწილე მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც აფხაზურ მხარესთან დაღუპულთა, ტყვეებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის გაცვლის მიზნით გუდაუთაში იმყოფებოდა.
მალხაზ თოფურია იხსენებს კონკრეტულ ინციდენტს, რომელიც სოხუმში დაბრუნების შემდეგ მოხდა. მისი თქმით, პირველ არხზე იხილა იმ დროს დეპუტატ გიორგი ბარამიძის ინტერვიუ სოხუმის აეროპორტიდან, სადაც ის ტყვეთა გაცვლის პროცესში საკუთარ „სირთულეებსა და დამსახურებაზე“ საუბრობდა.
“93 წლის მარტის მეორე ნახევარია, სისხლის სუნი დგას მთელ აფხაზეთში 16 -17 მარტის აფხაზთა კონფედერატთა და რუსთა შემოტევა სოხუმზე კრახით დასრულდა სეპარატისტებისთვის, რამდენიმე ასეული ქართველი მებრძოლი დაეცა სოხუმის დაცვისას. მოწინააღმდეგე მხარეს დანაკარგები რამდენჯერმე აღემატება ჩვენ დანაკარგებს, ბევრი ტყვე და გვამი რჩება სოხუმში,
სიტუაცია მოითხოვს სასწრაფოდ ამოქმედდეს ტყვეთა, გვამთა (დიახ ესაც ომის მწარე რეალობაა) და აქეთ იქით ჩარჩენილი მშვიდობიან მოსახლეთა გაცვლის ამოქმედებას….
მე გუდაუთაში მიშვებენ ამ გაცვლისკომისიის ფარგლებში თან მომყვება “საღამო მშვიდობისას” ჟურნალისტი ქალბატონი ირინა გოგოსაშვილი….
არანაირი გარანტია იქიდან ცოცხლად დაბრუნების ყოველ მეორე სახლში დაღუპულის გასვენება და გამწარებული ჭირისუფლები (ხშირ შემთხვევაში ცარიელი სასახლეებით). მოხერხდა ბევრი სასიკეთო რამ 300- 300 მშვიდობიანი მოსახლე ძირითადად მოხუცები , გვამები ყველა ყველაზე, ასევე ტყვეებიც ყველა ყველაზე გარდაიცვალა … სამართლიანობა ითხოვს ამ კეთილ საქმეში ქართული მხრიდან პაატა ზაქარეიშვილის დაუღალავ და უანგარო შრომის აღნიშვნას და აფხაზებიდან ბესლან კობახიასი……
რა ჯოჯოხეთი გამოვიარე იქ ყოფნისას და რა არა ადამიანობებს ან პირიქით რა ამღლებულ ღირსებით სავსე ადამიანებს( სხვადასხვა ეთნოსის) გადავაწყდი იქ ამის აღწერას აქ არ დავიწყებ…..
ორი კვირის შემდეგ, დავბრუნდი (დავბრუნდი დანევროზებულ სიგიჟის ზღვარზე) იქ ყოფნა ჩემთვის ომზე ბევრად უარესი აღმოჩდა დაბრუნების დღეა ბოლო 150 ქართველიც ჩამოვიყვანეთ გემით , ჩვენ (ქართულ) შტაბში ვარ ცხონებულ სოსო მარგიშვილთან, ტელევიზორს მივჩერებივართ გვაინტერესებს როგორ გაშუქდა ……
1 არხზე (მეტი არც იყო მაშინ) აჩვენებენ გამოწკეპილ გამოპრანჭული დეპუტატ გიორგი ბარამიძეს სოხუმის აეროპორტში (იმ დღეს ჩამოფრინდა) ინტერვიუს იძლევა თუ რა სირთულეები გადახდა ამ ადამიანების გაცვლისას რაც გაიცვალა…. სიმწრით მეღიმება მაგრამ არ ვბრაზდები, სოსო ბრაზდება აეროპორტის კომენდატურაში რეკავს და თხოვს ბიჭებს ბარამიძე შტაბში მოათრიონ…მოათრიეს!
არ გცხვენია? ნამუსი სულ არა გაქ? ამან რაღა თქვას ხელს იშვერს სოსო ჩემსკენ ………
კარგით რა ბიჭებო (ჩაჯ**ლი ხმით) თქვენ ფეხებზე გკიდიათ და მე კარიერისთვის მჭირდება ეს ყველაფერი…..
პ.ს. 35 წელი გავიდა არაფერი შეცვლილა ის ისევ კარიერისთვის იღწვის მეც ისევ ისე ვარ). ტყვეებს ვცლიდიო ამ ნაბიჭვარმა, ქართველები რომ ხვრიტავდენ იმ ტყვეებსო”, – წერს მალხაზ თოფურია.


