ამაზრზენი და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული მავნებლობა, – ასე აფასებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გიორგი ბარამიძის განცხადებებს და შემდგომ განმარტებებს.
კობა კობალაძის თქმით, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა როგორც რიგით მოქალაქეებს, ისე ვეტერანებს.
„გააკეთა ყოვლად ამაზრზენი განცხადება. შეურაცხყოფა მიაყენა ვეტერანებს და გულანთებულ ადამიანებს. თურმე მათ არ აქვთ უნარი ანალიზის, ხედვის და ღირსების. როდესაც კომპეტენტურად კითხვებს დაუსვამენ, გასცეს პასუხი ვინ, სად, როდის და რა ვითარებაში მოახდინა ეს ამაზრზენი დანაშაული. თვითონ, როგორც უმაღლესი რანგის წარმომადგენელმა სახელისუფლებო შტოსი და სულ კომფორტის ზონაში მყოფმა, იმ პერიოდის ვარსკვლავბიჭუნამ, რატომ წინააღმდეგობა არ გაუწია ამას და რატომ წინ არ აღუდგა. ან კარგი, შეეშინდა, ეს მისი თვისებაა ჩვეულებრივი, რატომ შემდგომ 34 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც არ წამოწია ეს ფაქტორი“, – აღნიშნა კობა კობალაძემ.
