ტაიფუნი “დელფინი” იაპონიის სამხრეთ ოკინავას პრეფექტურას დაატყდა თავს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა და 50 000-ზე მეტი შენობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამასთან, ჩინეთმა პორტები დახურა და ბორნების მომსახურება შეაჩერა, რადგან ქარიშალი ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროს უახლოვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ხელისუფლების ცნობით, ოკინავაში ხუთმა ხანდაზმულმა, რომელთაგან სამი ძლიერი ქარის გამო დაეცა, მაუბუქი დაზიანებები მიიღეს, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი კაგოშიმას პრეფექტურაში დაშავდა.
მედიის ინფორმაციით, კაგოშიმაში თითქმის 39 000 შენობა, ხოლო ოკინავაში 12 000-ზე ოდნავ მეტი, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ავიაკომპანია ANA-მ და Japan Airlines-მა ოკინავას მიმართულებით რეისები ორმხრივად გააუქმა. ტაიფუნის დროს, ქარის მაქსიმალური მდგრადი სიჩქარე 162 კმ/სთ იყო, ნაკადების სიჩქარე კი 216 კმ/სთ აღწევდა. როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ სტიქიის შედეგად, ძირითადად ოკინავა და კაგოშიმას პრეფექტურაში მდებარე ამამის კუნძული დაზარალდეს.
