დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაური, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე, აკადემიის ხელმძღვანელი პირები და კურსდამთავრებულთა ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
აკადემიის მეთაურმა კურსდამთავრებულებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.
კურსდამთავრებულებმა სწავლის პერიოდში შეიძინეს და განივითარეს სამხედრო სამსახურისთვის აუცილებელი ცოდნა და პრაქტიკული უნარები, გაიარეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მომზადება და მიიღეს გამოცდილება, რომელიც მათ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში საკუთარი წვლილის შეტანის შესაძლებლობას აძლევს.
ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს პროგრამის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დიპლომები გადაეცათ.
დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ღონისძიება გაიმართა
14.08.2026 14:53:41
ნანახია: 5 ჯერ
