სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა ქუჩაში, ჟურნალისტ ნათია გვაზავას (Natia Talks) მიერ ჩაწერილ ერთ-ერთ ინტერვიუს 20 წლის ბიჭთან, რომელიც ამბობს, რომ სასულიერო პირის შვილია, მკაცრ პირობებში იზრდებოდა და ამის გამო სახლიდან წამოვიდა.
ბიჭი აღნიშნულ ვიდეოში ასევე ჰყვება, რომ როცა არასწორად იქცევა, შეყვარებული სხეულს სიგარეტით უწვავს.
“არასწორად როცა ვიქცევი, შეყვარებული მასწავლის ტკივილით” – ამბობს ბიჭი.
ვიდეოს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას ბევრი ადამიანი აზიარებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით:
“შეყვარებული ჰყავს მოძალადე, მანიპულატორი. ბიჭს აშკარად აქვს ფსიქოლოგიური პრობლემა. უკეთესი იქნება, რომ სპეციალისტს მიმართოს…”
“ეს რომ გოგო იყოს და ბიჭი ასე ექცეოდეს, ცალსახად ყველას ექნება რეაქცია, ეს გოგო აშკარად მოძალადე ფსიქოპატია”.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო გოგოს სახე ჩანს და წესით მარტივად იპოვით. სასწრაფოდ დასაკავებელია ძალადობის მუხლით”
“სასწრაფოდ მიხედეთ ამ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და გადაარჩინეთ ეს ბიჭი”.
ატეხილ აჟიოტაჟს თავად გიორგი და მისი შეყვარებული ეხმაურებიან. როგორც გავრცელებულ ვიდეოში გიორგი ამბობს, რაც ინტერვიუში ილაპარაკა, სიმართლეს არ შეესაბამება.
“სიმართლე მინდა ვთქვა, არც ოპერის მომღერალი ვყოფილვარ და არც უსახლკარო.
მეგონა, არ დადება ნათია ამ ვიდეოს, ისეთ უაზრობებს ვამბობდი გასართობად. თვითონ ვუკეთებ ამას ჩემს თავს, იმის გამო, რომ ადრენალინი ძალიან მევასება..
პირიქით ოჯახი მშვენივრად მეპყრობა. შეყვარებული 3 დღეა რაც მყავს და უბრალოდ ვერთობოდით. ძალიან შევირცხვინე თავი. დიდი ბოდიში…” – ამბობს 20 წლის ბიჭი გავრცელებულ ვიდეოში.
