ბოსნიელი სერბების საჯარისო შენაერთის ყოფილი მეთაური, გენერალი რატკო მლადიჩი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მლადიჩი ჰააგის ციხეში გარდაიცვალა, სადაც 1992-1995 წლებში მიმდინარე ომის დროს ჩადენილი გენოციდის გამო უვადო სასჯელს იხდიდა.
მლადიჩი სერბეთში 2011 წლის 26 მაისს დააკავეს და შემდეგ ჰააგას გადასცეს. 2017 წლის ნოემბერში ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალმა ის გენოციდის ჩადენაში დამნაშავედ ცნო და უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
კომენტარები
