აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს გამოცემა AXIOS-თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებზე რუსეთის შესაძლო თავდასხმა მას არ აღელვებს.
„საერთოდ არ ვშფოთავ, პრობლემას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ტრამპმა ნატოს წინააღმდეგ რუსეთის სავარაუდო პროვოკაციებზე საუბრისას.
პრეზიდენტმა მოსკოვში რეტკლიფის ვიზიტი „სტანდარტულ სამუშაო პროცესად“ შეაფასა და განაცხადა, რომ გაკვირვებული იყო მედიის მიერ ამ თემის ასეთი გაშუქებით.
„რეტკლიფი თავის რუს კოლეგას ექვს თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ ხვდება. მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. არანაირი გზავნილი არ ყოფილა და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა“, – განაცხადა ტრამპმა.
კომენტარები
