პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უთხრა, რომ ნატო-ს პროვოცირებას არ მოახდენს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს მსგავსი დაპირება უკრაინაში შეჭრამდეც ჰქონდა გაცემული.
სიკორსკის თქმით, არსებული გამოცდილების ფონზე, დასავლეთმა თავდაცვისთვის მზადება უნდა დააჩქაროს.
„როგორც ჩანს, პუტინის აგენტებმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უთხრეს, რომ ის ნატო-ს პროვოცირებას არ მოახდენდა. პუტინმა პრეზიდენტ ბაიდენის დროს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს უთხრა, რომ უკრაინაში არ შეიჭრებოდა. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ თავდაცვის მზადება“, – წერს სიკორსკი.
ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რატკლიფი მოსკოშვი იმყოფებოდა. როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რატკლიფის ვიზიტი ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის კონტაქტს უკავშირდება.
