ევროკავშირის ექვსმა სახელმწიფომ ბრიუსელს ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის ასობით მილიარდი ევროთი შემცირება მოსთხოვა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
გერმანია, ავსტრია, დანია, ნიდერლანდები, შვედეთი და ფინეთი ეწინააღმდეგებიან ბრიუსელის 2028–2034 წლების ბიუჯეტის გაზრდას და ახალი მასშტაბური ფონდების შექმნას.
ექვსი ქვეყანა მიიჩნევს, რომ არსებული ეკონომიკური გამოწვევების, მაღალი ინფლაციისა და ეროვნულ ბიუჯეტებზე წნეხის ფონზე, ევროკავშირმა ხარჯები მკაცრად უნდა გააკონტროლოს.
მათი განმარტებით, პრიორიტეტი არა საერთო ბიუჯეტის გაზრდა, არამედ არსებული სახსრების უფრო ეფექტიანი გადანაწილება და საკვანძო სფეროებზე, მათ შორის ინოვაციებსა და უსაფრთხოებაზე, კონცენტრირება უნდა იყოს.
კომენტარები
