უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა.
დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული.
გონჩარენკომ ამის შესახებ X-ზე დაწერა და აღნიშნული ფაქტი პარლამენტისა და საზოგადოების შეურაცხყოფად შეაფასა.
„უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი, უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული. ეს არის სერიოზული შეურაცხყოფა როგორც პარლამენტის, ისე უკრაინული საზოგადოების მიმართ. ამასთანავე, ეს ქმნის ჩვენი უახლესი სამხედრო ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაჟონვის საფრთხეს. უკრაინული კანონმდებლობის თანახმად, იტალიის თავდაცვის სამინისტროში ფედოროვის სამსახური შესაძლოა მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის აღძვრის საფუძველი გახდეს.”- წერს გონჩარენკო
ცნობისთვის, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ დათანხმდა იტალიის თავდაცვის მინისტრის შეთავაზებას, გახდეს მისი მრჩეველი.
