აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ არ „გაუკვირდებოდა“, უკანასკნელ ჟამს რომ ვცხოვრობდეთ და დედამიწაზე ანტიქრისტე დადიოდეს.
ეს განცხადებები ვენსმა პოპულარულ ქრისტიან პოდკასტერ ბრაის კროუფორდთან რწმენის თემაზე საუბრისას გააკეთა.
ერთსაათიანი ინტერვიუს განმავლობაში კროუფორდმა ვენსს ჰკითხა, თუ როგორ უყურებს იგი აპოკალიფსის მოახლოებას, ან უკვე დამდგარ რეალობას.
„ვფიქრობ თუ არა, რომ უკანასკნელ ჟამს ვცხოვრობთ? არ ვიცი და მიმაჩნია, რომ ამაზე მეტისმეტად კონცენტრირება სულიერად, ალბათ, საზიანოც კია ჩემთვის, რადგან არის რაღაცები, რაც უბრალოდ უნდა აკეთო. ჩემს ცოლს კარგად უნდა მოვექცე. ჩემს შვილებს კარგად უნდა მოვექცე. იცით, შეძლებისდაგვარად კარგი ლიდერი უნდა ვიყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის“, – უპასუხა ვენსმა.
„ვფიქრობ, დღევანდელ სამყაროში ისეთი რაღაცები ხდება, სულაც არ გაოცდები, ანტიქრისტე ჩვენ შორის რომ დადიოდეს. მაგრამ, ისევ და ისევ, ვცდილობ ამაზე მეტისმეტად კონცენტრირებული არ ვიყო“, – თქვა მან.
„მიუხედავად იმისა, რომ არ გამიკვირდებოდა, უკანასკნელ ჟამს რომ ვცხოვრობდეთ, ვცდილობ ყურადღება იმაზე გავამახვილო, რომ ახლა, რაც შეიძლება მეტი ღვთის საქმე გავაკეთო, და თუ ეს უკანასკნელ ჟამამდე მიგვიყვანს, იყოს ასე“, – აღნიშნა ვენსმა.
