„ხალხის ძალის “აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით პოლიციის მთავარ სამმართველოში დაწყებულ გამოკითხვებზე, მედიასთან კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, როდესაც გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია.
„ის, რომ ასეთ სენსიტიურ ფაქტს, თვითმკვლელობის ფაქტს იყენებ რაღაც პროცესებისთვის, უკვე ცუდია და კიდევ უფრო ცუდია, რა თქმა უნდა ის, რომ წერილის გამოქვეყნების შემდგომ, ასევე ამას აჰყვა „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები.
როგორც კი პროკურატურამ დაიწყო გამოკითხვები, რაც იყო ძალიან კარგი, რადგან საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები, ამ დროს ყველამ უკან დაიხია და ყველამ განაცხადა, რომ არავინ არაფერი იცოდა თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.
როდესაც გარკვეულ ფაქტთან დაკავშირებით აკეთებ განცხადებას, სერიოზული მტკიცებულებები უნდა იყოს“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო, პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვები მიმდინარეობს.
პატიმრობაში მყოფმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მორიგი წერილი გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას – რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.
