კუბილიუსები, ანა ფოტიგები, რაისა „კომუნისტკები“ და მარტა კოსები – ევროკავშირის ხელმძღვანელობაში დღეს არის საბჭოთა კავშირის ნომენკლატურა, რომელსაც უნდა, დაგვიწესოს, როგორ ვიცხოვროთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
ზარქუას თქმით, ევროკავშირის ბიუროკრატია ყველაფერს ასცდა და საბჭოთა კავშირს დაემსგავსა – თავიანთი დამოკიდებულებით, ხისტი პოლიტიკით, ხელების გადაგრეხვით.
„თვითონ კარნახობენ, ვისთან უნდა ისაუბრო, ვისთან უნდა გქონდეს ბიზნესაქტიურობები – ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩრდილოეთთან, სამხრეთთან არ უნდა ითანამშრომლო. მარტო იმათთან უნდა ითანამშრომლო, ვინც აქ რევოლუციას გვიწყობს. წარმოიდგინეთ, კუბილიუსები, ანა ფოტიგები, რაისა „კომუნისტკები“ და მარტა კოსები – ეს საბჭოთა კავშირის ნომენკლატურაა დღეს ევროკავშირის ხელმძღვანელობაში და ამ საბჭოთა კავშირის ნომენკლატურამ უნდა დაგვიწესოს ჩვენ, როგორ ვიცხოვროთ და როგორ ვისუნთქოთ. ეს ყველაფერი ამაზრზენი და მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
