„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვადის გაგრძელება კვლავ ვერ შეძლეს.
მისივე ინფორმაციით, ამის მიზეზია სლოვაკეთი, რომელიც სანქცირებულთა სიიდან ბიზნესმენების, ალიშერ უსმანოვისა და მიხაილ ფრიდმანის ამოღებას ითხოვს.
„ევროკავშირის ელჩებმა დღეს კვლავ ვერ შეძლეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ვადის გაგრძელება. მომდევნო შეხვედრა ორშაბათს გაიმართება, 15 სექტემბრის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე. სლოვაკეთი კვლავ ითხოვს უსმანოვისა და ფრიდმანის სანქცირებულთა სიიდან ამოღებას, თუმცა საკითხი ახლა კიდევ უფრო გართულდა, რადგან უსმანოვის სიიდან ამოღებას საფრანგეთიც ითხოვს“, – წერს ის.
🇪🇺 ambassadors AGAIN failed today to extend the 🇷🇺 sanctions. Another meeting on Monday, one day before the Sep 15 deadline.
🇸🇰 still wants Usmanov & Fridman delisted but the issue is now further complicated as 🇫🇷 also wants Usmanov off the blacklist— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) September 11, 2026
