აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ირანთან ომი ამერიკის კონგრესში ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ დასრულდება.
როგორც ტრამპმა დუბლინში ირლანდიის პრემიერ-მინისტრთან მიხოლ მარტინთან გამართული შეხვედრის დროს აღნიშნა, ირანელები ახლა დროს აჭიანურებენ, რათა ამერიკაში დაგეგმილი არჩევნები „გაართულონ“.
თეთრი სახლის ლიდერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ისლამურ რესპუბლიკას არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
„ვფიქრობ ძალიან მალე, სავარაუდოდ შუალედური არჩევნების დასრულების შემდეგ. ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება დიდხანს გაუძლონ, რათა არჩევნები გაართულონ. ვფიქრობ, ხალხი უყურებს ამ ყველაფერს, რადგან ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ეს ძალიან მარტივია“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ როდის დასრულდება ირანთან ომი.
