ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. ნიკა გვარამია, იაგო ხვიჩიას შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართავს და ამჯერად გიორგი ბარამიძის დაკავების გამო უპირისპირდება. სწორედ, ხვიჩიას გადაცემაში თქვა ბარამიძემ რომ ქართველები აფხაზეთში ტყვეებს ხვრეტდნენ. უკვე რამდენიმე დღეა “ახლების”, “ნაციონალური მოძრაობისა” და იაგო ხვიჩიას პარტიას შორის მწვავე ბრალდებები ისმის, მათ შორის ფინანსურ გარიგებებსა და მოსყიდვის შესახებ. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები, გვარამიას, ნიკა გილაურისგან აღებულ მილიონებს ახსენებენ და მისგან კითხვებზე პასუხს ითხოვენ.
“თავისუფალი ხალხის პარტიის” სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ. ნიკა გვარამიას მხრიდან წამოსული ბრალდებები და შეურაცხყოფა, მხილებით გამოწვეულ ბრაზსა და ისტერიას უკავშირდება.
მისივე თქმით, გვარამია ოპოზიციის მხილების შემდეგ ისტერიულ მდგომარეობაშია:
“კარგად შეასრულა გვარამიამ თავისი ფუნქცია და რადგან ყელში ამოუვიდა ბევრ ადამიანს ოპოზიციაში, გაიშიფრა ასე ვთქვათ. ახლა უბრალოდ რაღაც ისტერიულად დარბის და ტყუილს ტყუილზე იგონებს – ეს არის მთელი ამბავი. ვინაიდან პირველებმა ფაქტობრივად ჩვენ ვამხილეთ ამ ტყუილში, ყველაზე მეტი ბოღმა და ბრაზი ჩვენს მიმართ არის და ამიტომ, ფაქტობრივად ყოველდღე რაღაც ახალ ტყუილს იგონებს. საკითხავია მიშა ამდენ ხანს რატომ ითმენდა და მოღალატეზე პირდაპირ არ ლაპარაკობდა, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი იყო 40 მილიონის წარმომავლობა და ასე შემდეგ. მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს,”- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
