შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს.
როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, მაღლაკელიძე პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, ახალი უფროსი კი ორშაბათს 14 სექტემბერს დასახელდება.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ახალ ხელმძღვანელს, როგორც უწყებაში აცხადებენ, მისი წარდგენა, ორშაბათს იგეგმება.
კომენტარები
