სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო lll ჯემალ ბაღაშვილის 85 წლის იუბილეს ულოცავს.
“ბატონი ჯემალ ბაღაშვილი თავისი გამორჩეული ნიჭით, იუმორით, გულწრფელობითა და კაცთმოყვარეობით სიხარულს, სიკეთესა და სითბოს უზიარებს სხვადასხვა თაობის მსმენელს. დღეს ქართული საესტრადო ხელოვნება წარმოუდგენელია მისი შემოქმედების გარეშე.
გულითადად ვულოცავთ ბატონ ჯემალს საიუბილეო თარიღს – დაბადებიდან 85 წელს და ვუსურვებთ მხნეობას, მრავალჟამიერ სიცოცხლესა და კვლავაც წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას.
ღმერთმა დალოცოს ბატონი ჯემალი და მისი ოჯახი”, – აღნიშნულია მისალოც წერილში.
კომენტარები
