სელინ დიონი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ სცენაზე დაბრუნდა. მომღერალმა პარიზის რეზიდენციის პირველი კონცერტი ნანტერში გამართა – Plénitude Arena-ზე მის გამოსვლას 30 ათასამდე მაყურებელი დაესწრო.
ტრიუმფალური დაბრუნებისთვის სელინ დიონმა Dior-ის კაბა შეარჩია, რომელიც Boucheron-ის ყელსაბამით შეავსო. შოუს განმავლობაში ის ასევე წარდგა Alaïa-ს, Tom Ford-ის, Schiaparelli-ისა და სხვა ბრენდების სამოსით.
დიონმა კონცერტი სიმღერით On ne change pas დაიწყო და პუბლიკის რეაქციის დანახვისას ცრემლები ვერ შეიკავა. პროგრამაში შევიდა 26 სიმღერა ფრანგულ და ინგლისურ ენებზე, მათ შორის My Heart Will Go On და All By Myself.
2022 წელს, დიონმა თავისი განაცხადა, რომ იშვიათი ნევროლოგიური დაავადების – კუნთების სიხისტის სინდრომი დაუდგინეს. სცენაზე დაბრუნებამდე მომღერალი საზოგადოების წინაშე მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა, მათ შორის 2024 წელს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე იმღერა.
სულ დიონი ნანტერში 26 კონცერტს გამართავს, რომლებიც 2027 წლის 29 მაისამდე გაგრძელდება.
