„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის დახურვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დისციპლინისა და განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
2026 წელს ანაკლიის ახალგაზრდულმა ბანაკმა 12 ნაკადი მიიღო და ჯამში 2 880 ახალგაზრდას უმასპინძლა, მათ შორის, 720 სკოლის მოსწავლესა და 2160 სტუდენტს.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა, აქტიური დასვენებისა და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის ზრდა, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ეროვნული ღირებულებების პოპულარიზაცია.




კომენტარები
