ოპოზიციაში დაპირისპირება და ურთიერთბრალდებები გრძელდება. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს. კოლეგა ოპოზიციურ პარტიებს გაყიდულებს უწოდებენ, საკუთარ პარტიას კი პრინციპულს და ფულზე გაუყიდავს.
„ნაცმოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ოპოზიციიდან ხელისუფლების დამარცხება მხოლოდ მათ შეუძლია და სხვას არავის.
როგორც ნიკა ფავლენიშვილმა პარტიის ერთ-ერთ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, პოლიტიკური ველი და ოპოზიციური სპექტრი ამჟამად უკვე დაწმენდილია და ვინც ფულზე იყიდებოდა, მათ ეს პროცესი უკვე გაიარეს.
კომენტარები
