სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ მუქარაში ბრალდებულს 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11′-151-ე მუხლით (მუქარა ოჯახის წევრის მიმართ).
”სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2016 წლის 19 აპრილს მ.მ. მივიდა ყოფილი მეუღლის – ნ. მ.-ს საცხოვრებელ ბინაში, რომელთან ერთადაც დაახლოებით, 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა ქორწინებაში და ეჭვიანობის ნიადაგზე, დანის გამოყენებით დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით”, – ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლომ მ.მ.-ს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.