კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროსთავთან, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
ავარიის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, ადგილზევე დაიღუპა, მგზავრი ქალი კი საგარეჯოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
კომენტარები