პრესკლუბ “კვირაში” დავით ფაცაციას პრესკონფერენცია გაიმართა.
“თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის” – პარტიის წევრის, დავით ფაცაციას განცხადებით, მათ პარტიაში “ქართული ოცნებიდან” ბევრი ადამიანი გაწევრიანდება. მისივე მტკიცებით, საზოგადოების ინტერესი პარტიის მიმართ დღითიდღე იზრდება, რაც უშუალოდ აისახება იმ ადამიანების რაოდენობაზე, რომლებსაც პარტიაში გაწევრიანება სურთ. “გუშინ 100-ზე მეტი ზარი შემოვიდა, მეუბნებიან, რომ ძალიან მაგარია, გვსურს, რომ ჩავერთოთ და თქვენთან ერთად დავდგეთ. უფრო მეტად ბატონ თამაზზეა გაკეთებული აქცენტი, რადგან ბატონი თამაზი უფრო ხისტია და სამართლიანი. კმაყოფილებით აღვნიშნავ იმას, რომ მე ჩემი პრინციპების ერთგული ვარ, ბატონი თამაზი კი კიდევ უფრო მყარი პრინციპების მატარებელია“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.
კომენტარები