სამართალდამცველებმა, კალიფორნიაში, ტყის ხანძრის განზრახ გაჩენაში ეჭვმიტანილი ჯონ ბალენგერი დააკავეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბალენგერს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის ხანძარი რამდენიმე კვირაა მძვინვარებს. ცეცხლი შესაძლოა, დასახლებულ პუნქტებზეც გავრცელდეს.
შტატის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
500-მდე სახლი ტყის სიახლოვეს, საშიშ ზონაშია მოქცეული, 30 საცხოვრებელი შენობა კი ხანძრის შედეგად განადგურებულია. სტიქიის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ქარი უწყობს ხელს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხანძრის შედეგად, 2,5 მილიონი ჰექტარი ტყის მასივი განადგურდა.
კომენტარები