საქართველოში ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტები შესაძლოა, ოქტომბრისთვის გადაიდოს.
ინფორმაციას 1tv ავრცელებს. ერთ-ერთი ვერსიით, კონცერტების გადადება ელტონ ჯონის ბენდის გიტარისტის ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება.
ელტონ ჯონის კონცერტები Black See Arena-ზე 16-17 სექტემბერს არის დაგეგმილი. ამასთან, ელტონ ჯონის ოფიციალურ საიტზე კონცერტების თარიღად ისევ 16-17 სექტემბერია მითითებული.
არ არის გამორიცხული, ოფიციალურ საიტზე თარიღი მას შემდეგ შეიცვალოს, რაც კონცერტების გადადების შესახებ საქართველოში ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
კომენტარები