მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ტელეკომპანია Foro ქვეყნის პრეზიდენტ ენრიკე პენიუ ნიეტოზე დაყრდნობით წერს. პრეზიდენტის განცხადებით, ეს იყო ბოლო 100 წელიწადში ქვეყანაში მომხდარი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა.
არსებული ინფორმაციის მიხედვით, 10 ადამიანი იახაკის შტატში დაიღუპა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 7 გარდაცვლილის შესახებ.
მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრეს პიკოსიდან სამხრეთ-დასავლეთით, 119 კილომეტრში, 33 კილომეტრის სიღრმეში იყო.
კომენტარები