კიევის ცენტრში მომხდარ აფეთქებას, შესაძლოა, ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭონ.
ტოიოტას მარკის ავტომობილი გუშინ კიევის ცენტრში, ბესარაბიის მოედანთან, ააფეთქეს. შედეგად ერთი ადამიანი, ეროვნებით ჩეჩენი, თემურ მახაური დაიღუპა, რომელიც ასევე “რუსლან პაპასკირის” სახელითაა ცნობილი.
აფეთქების დროს დაშავდა მანქანაში მყოფი ქალი, რომელიც, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილი მოდელი და „დიორის“ სახე იყო. ბავშვი კი უვნებელი გადარჩა.
თემურ მახაური დონბასში ჩეჩნური ბატალიონის რიგებში იბრძოდა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები მას მუდმივად უთვალთვალებდნენ, რადგან პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა და ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, პირადი მტერი იყო.
მახაურის მკვლელობის მიზნით წარსულში მასზე სამი თავდასხმა განხორციელდა. თემურ მახარური, სავარაუდოდ, ლაფანყურის ოპერაციის მონაწილეც იყო.