დედოფლისწყაროში კირქვის ქარხანა “არწივის ხეობა” გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას, მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, დაშავებულია ქარხნის დარაჯი, 1938 წელს დაბადებული გოდერძი გონაშვილი, რომელიც ჯერ დააბეს, შემდეგ კი აწამეს. შენობიდან მოპარულია დიდი ოდენობისა და ღირებულების კაბელები.
დედოფლისწყაროში ეჭვობენ, რომ თავდამსხმელი ახალგაზრდების ჯგუფია, რომელიც წინა დღეს დაწესებულებაში მივიდა და ირწმუნებოდა, რომ დაკარგულ ძაღლს ეძებდა.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე და 126-ე მუხლებით, რომელიც ქურდობასა და ძალადობას გულისხმობს.
კომენტარები
