უკრაინის ნაციონალური პოლიციის განცხადების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების მიერ უკრაინის საზღვრის გარღვევის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას ხულიგნობის კვალიფიკაციაც დაემატა.
„სასაზღვრო-გამშვებ პუქტ „შეგინზე“ განვითარებულ მოვლენებზე დაწყებულ გამოძიებას დაემატა ახალი სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, რომელიც ხულიგნობას გულისხმობს. ამ მოვლენებში უკრაინის რამდენიმე რეგიონის მოსახლეობა მონაწილეობდა, რომელთა შორის, ძირითადად ზაკარპატის, ხერსონისა და პოლტავის ოლქების მცხოვრებლები არიან. ხერსონის ოლქის ერთ-ერთი მცხოვრები საგამოძიებო ორგანოებმა განმარტებების გასაკეთებლად დაიბარებს, თუმცა მამაკაცმა განმარტებების გაკეთებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მას გადაეცა უწყება, მეორე დღეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადების თაობაზე“, – ნათქვამია უკრაინის პოლიციის განცხადებაში.