თურქეთში, ათათურქის აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე კერძო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა, რის შემდეგაც მას ცეცხლი გაუჩნდა. აეროპორტი დროებით დაიხურა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება. დაშავებულია ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი მფრინავი, ბორტგამცილებელი და მგზავრი.
კომენტარები