ფლორიდის ქალაქ ორლანდოს ღამის კლუბზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ამის შესახებ Reuters ტერორისტულ დაჯგუფებასთან დაკავშირებულ სააგენტო AMAQ-ზე დაყრდნობით იტყობინება.
ორლანდოში ღამის გეი-კლუბში შეიარაღებული პირის მიერ ცეცხლის გახსნას, ბოლო მონაცემებით, 50 ადამიანი ემსხვერპლა. ჰოსპიტალიზებულია 53 დაშავებული.
ოფიციალური მონაცემებით, თავდამსხმელი აშშ-ის მოქალაქე, 29 წლის ეთნიკური ავღანელი ომარ მატინი იყო. ის სამართალდამცველებმა ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.
კომენტარები