გვანცა ყუფარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“როგორც ვხედავ, შექმნილი ვითარება ამას საჭიროებს და მიზანშეწონილად მიმაჩნია კომენტარის გაკეთება საქართველოს იუსტიციის მინისტრთან დაკავშირებით.
1. ბინძური გარეწრები, ნიკა გვარამიასა და ნაციონალური მოძრაობის სხვა სიბინძურეებთან ერთად, ვერასოდეს ვერ გაიგებენ იმას, თუ რა აწუხებს იუსტიციის მინისტრს, ადამიანის უფლებათა ევრიპული სასამართლოს გადაწყვეტილების გამო. კიდევ ერთი ცხოვრებაც რომ გაიარონ, ვფიქრობ, ამას მაინც ვერ გაიგებენ. იმიტომ, რომ ეს რომ გაიგო, ,,ადამიანი” უნდა იყო.
2. იუსტიციის მინისტრი არ არის არც ჩემი ნათესავი, არც ჩემი ოჯახის ახლობელი. ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს ერთმანეთთან, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია სუბიექტური დამოკიდებულება.
3, იუსტიციის მინისტრს არ შეუდგენია ჩემი სარჩელი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში გადაიგზავნა. ამ ინფორმაციას, დეზინფორმაციის სახით, ავრცელებენ დაინტერესებული პირები. არადა, ეს არის ძალიან მარტივად გამოაშკარავებადი ტყუილი. სასაცილო ტყუილი !
4. ქალბატონი თეასათვის, ამ საქმის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დაბრუნდა და იმ მომენტიდან, როდესაც ის გაერკვა საქმის დეტალებში ყველანაირად ცდილობდა დაეცვა ჩემი უფლებები. ის თავდაუზოგავად იბრძოდა ამისათვის მაშინ, როდესაც ეს ძალიან ცუდ ტონად ითვლებოდა. მას ეს პოზიცია არ შეუცვლია არც ერთ ეტაპზე. იმიტომ, რომ როგორც ჩანს ის ,,ჰაერზე” არ იქმნის შთაბეჭდილებებს, მისი პრინციპები ურყევია და რაც ყველაზე მთავარია, ის ყოველთვის რჩება პირველ რიგში , პიროვნებად და სწორედ ამ პიროვნებიდან გამომდინარეობს მისი თანამდებობებიც.
5. იუსტიციის მინისტრის დისკრედიტაციას ცდილობენ იმით, თითქოს მე ,,იუსტიციის სამინისტროში გადაწყვეტილებებს ვიღებდი, სასამაღთლომ კი დაადგინა რომ მე დამნაშავე ვარ” –
ესეც ძალიან მარტივად გადასამოწმებელი ტყუილია !
საზოგადოებისათვის მინდა განვმარტო, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ჩემი კავშირი შემოიფარგლება სტაჟირებით, რომელიც უწყებაში გავიარე მიმდინარე წლის 17 ივლისიდან – 16 სექტემბრის ჩათვლით.(შენიშვნა: სტაჟირების ვადები, სტაჟირების დაწყების მომენტამდე, წინასწარ იყო განსაზღვრული, რაც დადასტურებადია სტაჟირების გავლის დამადასტურებელი ცნობით. ) სტაჟირების გავლა განხორციელდა ოფიციალურად, კანონის სრული დაცვით ! სტაჟირება ემსახურებოდა კვლევით საქმიანობაში გამოცდილების მიღებას, რომელიც მივიღე და რომელიც უნდა გამოვიყენო ჩემს შემდგომ საქმიანობაში, – კერძო სექტორში !
უწყებაში გადაწყვეტილებები შესაძლებელია მიიღონ პირებმა, რომლებიც შეირჩნენ კონკურსის წესით. კადრების შერჩევის წესი, ასევე რეგულირდება კანონით.
რასაკვირველია, ნაციონალური მოძრაობა – ბატონი ადეიშვილი არ მომცემდა უფლებას გამევლო სტაჟირება იუსტიციის სამინისტროში, მიუხედავად იმისა, რომ ამისათვის ყველა მოთხოვნას, ვაკმაყოფილებ. მაგრამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, ქალბატონმა თეა წულუკიანმა ამის უფლება მომცა იმიტომ, რომ ამისათვის საჭირო კრიტერიუმებს ვაკმაყოფილებდი და იმიტომაც, რომ მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ჩათვალა, რომ ჩემთვის ამ გამოცდილების მიღების შანსი უნდა მოეცა. რისთვისაც, მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები !
6. არ ვიცი, ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები მისთვის უფრო რთული გადასატანი იყო თუ ჩემთვის. იმიტომ, რომ მე და ჩემს საქმეს პერმანენტულად იყენებენ მის წინააღმდეგ. ერთი რამ ცხადია და მინდა რომ თქვენც იცოდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე მისთვის არავინ ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მასთან პრივატული ურთიერთობა არასოდეს მქონია, ის ყოველთვის იყო ჩემს გვერდით, ყველა გადამწყვეტ მომენტში. – ის მე მიჭერდა მხარს მას შემდეგ რაც ჩათვალა, რომ უსამართლოდ მექცეოდნენ; ის იყო ჩემს გვერდით, როდესაც ციხე დავტოვე; ის შორიდან ადევნებდა თვალს ჩემს იურისტად ჩამოყალიბებას; ის იყო ჩემს გვერდით, როცა მამა მომიკვდა; მან არ შეცვალა თავისი პოზიცია, როგორც მინისტრმა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობა ასე მოიქცეოდა, – ორი დღის წინ.
ისეთმა ადამიანმაც კი, რომელმაც მე გამზარდა პრაქტიკულად, რომელსაც ლამის ვაღმერთებდი, ეს გააკეთა, რამდენიმე დღის წინ, იმიტომ რომ ,,ნაციონალებთან” პოლიტიკური კარიერისთვის ასე აწყობდა. – ცხოვრება სასტიკია, მაგრამ ბევრ რამეს გიჩვენებს…
თეა წულუკიანს არასოდეს არ უთქვამს ჩემთვის ,,უკვე დიდი ხარ და მე აღარ მეხება ეგ საქმე.” ახლობლებმა მითხრეს. სწორედ ამიტომ, ყველა ,,კეთილისმსურველმა” კარგად დაიმახსოვრეთ, რომ მის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების მცდელობას აშკარა თუ ,,სტრატეგიული სულმდაბლური ხერხებით,” ვიღებ პირად, პერსონალურ შეურაცხყოფად !
ქართველ ხალხს – ქართულ საზოგადოებას ყავს ღირსეული, პრინციპული, მებრძოლი იუსტიციის მინისტრი ! ის იბრძვის ყოველ დღე იმისთვის, რომ იყოს ის, ვინც არის და აკეთოს საქმე ისე, როგორც უნდა რომ აკეთოს. იუსტიციის მინისტრს ჰყავს ბევრი აშკარა და ფარული მტერი, როგორც ახლოს ასევე შორიდან. მაგრამ, ის მუშაობს ქვეყნის პროგრესისთვის. – ცდილობს, გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც შეუძლია და რაც მთავარია ის რჩება ,,ადამიანად.” ადამიანად, რომელიც არა ერთ თქვენგანს უყვარს და მეც მიყვარს. ვაფასებ, მიყვარს და არასოდეს გავუცრუებ იმედს !”