მაგდა პაპიძის პროცესი ხმაურით დაიწყო.
მაგდა პაპიძის დის პროტესტი მანდატურების მიერ ომარ ქაფიაშვილის დედის, ლილი მინდიკაურის სხდომათა დარბაზში შეყვანამ გამოიწვია.
ლანა პაპიძის განცხადებით, დარეჯან მინდიკაური საქმეში მოწმის სტატუსით არის და დარბაზში არ უნდა შეეშვათ, მისი დასწრება პროცესზე კანონით აკრძალულია.
“მე არ მასწრებენ პროცესზე, რადგან მოწმე ვარ. დავლეწავ ყველაფერს, თუ მინდიკაურს არ გამოუშვებენ დარბაზიდან. მინდიკაური მთავარი მოწმეა და მისი დასწრება მით უმეტეს არ შეიძლება”,-განაცხადა ლანა პაპიძემ.
კომენტარები