განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს სამართალდამცველებმა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს. მისი პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 604 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.
ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად, მას ბუპრენორფინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.
კომენტარები