მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს შორის საქველმოქმედო მატჩი “მსოფლიო XI -ის” სასარგებლოდ ანგარიშით 6-5 დასრულდა. შეხვედრა „დინამო არენაზე“ გაიმართა და მასში მსოფლიოში სახელგანთქმულ ფეხბურთელებთან ერთად ქართველმა ფეხბურთელებმაც ითამაშეს.
გატანილი ბურთების ავტორები ლუკა ტონი (დუბლი), სალგადო, რივალდო ალექსანდრე იაშვილი, კაფუ, გიორგი დემეტრაძე, კაფუ და შევჩენკო გახდნენ.
მატჩიდან საქველმოქმედო მიზნებისთვის შეგროვილმა თანხამ 403 ათასი ლარი შეადგინა.
დინამო არენაზე საქველმოქმედო მატჩი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით იმართება. შეხვედრამ, სახელწოდებით “მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის“ ვეტერანი ფეხხბურთელები ქველმოქმედებისთვის გააერთიანა. მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის გადამწვარი ტყის აღდგენას მოხმარდება.
კომენტარები