აშშ-ში, ჰოლივუდის ვარსკვლავის ჯიმ ქერის ყოფილი შეყვარებულის კატრიონა უაიტის წერილი გამოქვეყნა, რომელმაც მსახიობთან განშორების შემდეგ თავი მოიკლა.
New York Daily News-ის ცნობით, წერილი 2013 წლის აპრილით არის დათარიღებული და მასში უაიტი მსახიობს „მისი ცხოვრების დანგრევაში“ ადანაშაულებს. გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, უაიტი წერს, რომ ჯიმ კერიმ ის ნარკოტიკებამდე, ფსიქიურ აშლილობამდე და ვენერიულ დაავადებებამდე მიიყვანა. „შენ ჩემთვის ბევრი კარგი გააკეთე, მაგრამ როგორც პიროვნება, გამანადგურე,“- ნათქვამია წერილში.
ეს მასალა ადვოკატმა მიხაეილ ავინატიმ გამოაქვეყნა, რომელიც კატრიონა უაიტის დედის და მისი ყოფილი ქმრის ინტერესებს გამოხატავს. ამასთან, ჟურნალისტების ცნობით, არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ წერილი მართლა უაიტმა დაწერა, არ არსებობს.
კატრიონა უაიტმა 2015 წელს ჯიმ კერისთან დაშორების შემდეგ მოიკლა თავი. ის 28 წლის იყო. მსახიობი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან ქალს სქესობრივი დაავადებები გადასდო და მედიკამენტებს აძლევდა. კერი ბრალდებებს უარყოფს.