კომპანია Air France-ის კუთვნილი ლაინერი, რომელიც რეისს პარიზიდან ლოს-ანჯელესში ასრულებდა, ავარიულად კანადაში დასვეს.
მსოფლიოში ყველაზე დიდ სამგზავრო ლაინერს, ფრენის დროს ერთ-ერთი ძრავი გაუფუჭდა და რამდენიმე ფრაგმენტი მოძვრა. დაზიანდა ლაინერის ფრთებიც. ინცინდენტის დროს Airbus-ის ბორტზე 500-მდე მგზავრი და ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ავარიული დაშვების დროს არავინ დაშავებულა.
კომენტარები