ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს მეოფე იაკობის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს. რამიშვილი ეპისკოპოსს ცილისწამებლური განცხადებებისთვის უჩივის. დეკანოზ გიორგი მამალაძის უფლებადამცველი მეუფისგან საჯარო ბოდიშს და კონპენსაციას მოითხოვს.
“იქნება სამოქალაქო სარჩელი შეტანილი ე.წ მეუფე იაკობის წინააღმდეგ, რომელმაც ცილისწამებლური განცხადება გააკეთა ჩემი მისამართით. მოუწევს მას ამ ყველაფრის უარყოფა და გარკვეული მორალური ზიანის ანაზღაურება” – განაცხადა რამიშვილმა.
რამიშვილი სარჩელის შეტანის შემდეგ დაკავებულ სასულიერო პირსაც მოინახულებს. მათი შეხვედრის თემა ციანიდის საქმის განაჩენის აპელაცია იქნება.
კომენტარები