პირი, რომელმაც ლას-ვეგასში Mandalay Bay-ის სამორინესთან ცეცხლი გახსნა პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ლას-ვეგასის პოლიცია „ტვიტერის“ პირად გვერდზე ავრცელებს.
„ვადასტურებთ, რომ ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია. გამოძიება გრძელდება“, – ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციაში ასევე განაცხადეს, რომ სავარაუდოდ პირი მარტო მოქმედებდა.
ლას-ვეგასში, დაუდგენელი პირის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და 24 დაშავდა.
კომენტარები