ერთ საათში ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი იხსნება. ნატოს მინისტერიალი ვარშავის სამიტზე, ივლისის დასაწყისში მისაღებ გადაწყვეტილებებსაც განიხილავს.
ორდღიანი შეხვედრების განმავლობაში ალიანსი ევროპის ტერიტორიასა და აღმოსავლეთ სამეზობლოში, საქართველოსა და უკრაინასთან პარტნიორობასა და უსაფრთხოების განმტკიცებაზე იმსჯელებს.
გარდა ამისა, დაგეგმილია ნატო-უკრაინის კომისიის შეხვედრაც, სადაც ქვეყნის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის ფაქტებზეც ისაუბრებენ.
კომენტარები