სააგენტო Associated Press -ის ინფორმაციით, ლას-ვეგასში, სამორინესთან სროლის შედეგად დაშავებულებიდან კრიტიკულ მდგომარეობაში 45 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი რჩება.
სროლის შედეგად საავადმყოფოებში სხვადასხვა დაზიანებებით სულ 300 ადამიანი მოათავსეს.
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სროლაში ეჭვმიტანილი 64 წლის სტივენ პედოქი „ავადმყოფი, შეშლილი ადამიანი“ იყო.
„ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ავადმყოფ პირთან. ვფიქრობ, მას ბევრი პრობლემა ჰქონდა“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ლას-ვეგასის პოლიციამ სასტუმრო Mandalay Bay-ში, სტივენ პედოქის ნომერში 23 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, კიდევ 19 კი მის სახლში ქალაქ მესკიტში აღმოაჩინა.
ბოლო ინფორმაციით, ლას-ვეგაში სროლის შედეგად 59 ადამიანი დაიღუპა და 527 დაშავდა.
კომენტარები