გერმანიისა და იტალიის პოლიციამ ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად მაფიოზურ დაჯგუფებებთან კავშირის ბრალდებით 37 ადამიანი დააპატიმრა.
როგორც გამომძიებლები აცხადებენ, დაჯგუფების წევრები იტალიასა და გერმანიაში ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ.
სპეცოპერაციის დროს სამართალდამცავებმა 11 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება დააყადაღეს. სულ რეიდში 600-ზე მეტი პოლიციელი მონაწილეობდა.
კომენტარები