შარტავას ქუჩაზე დაჭრილი შსს-ს მომსახურების სააგენტოს მაღალჩინოსანი ზურაბ ტაკიძე გარდაიცვალა.
ტაკიძე საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა და ამ დროის განმავლობაში აპარატზე იყო მიერთებული. გარდაცვალების მიზეზი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები გახდა.
ტაკიძე 25 სექტემბერს საკუთარი სახლის სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მეზობელმა იპოვა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამარათლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები